Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა ირანში


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა ირანში. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხარეები სწავლობენ საქართველოში ირანული გაზის იმპორტის შესაძლებლობას. სამინისტროს ცნობით, საქართველო და ირანი განიხილავენ სხვა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული, საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივასაც. თეირანში გამგზავრებამდე ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ვიზიტისას შეხვდება ირანის ვიცე-პრეზიდენტს და ენერგეტიკის და საგარეო საქმეთა მინისტრებს. „საუბარი იქნება საქართველოს მიერ ირანიდან გაზის მიღების საკითხზე. ეს ორი გზით - აზერბაიჯანის ან სომხეთის გავლითაა შესაძლებელი“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, საინტერესოა ირანული ბუნებრივი აირის ფასიც და მისი კონკურენტუნარიანობა საქართველოში დღეს არსებულ ტარიფებთან.

XS
SM
MD
LG