Accessibility links

logo-print

ავღანეთში გასულ წელს გაიზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში


გაეროს თანახმად, ძალადობის შედეგად გასულ წელს ავღანეთში 11 ათასი კაცი დაიღუპა და დაიჭრა. ეს ყველაზე უარესი სტატისტიკაა იმ კვლევების მანძილზე, რასაც ავღანეთში ძალადობის შესახებ გაერო 2009 წლიდან აწარმოებს. 14 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2014 წელთან შედარებით გასულ, 2015 წელს 4 %-ით გაიზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. გაეროს თანახმად, მსხვერპლი შედეგია სამოქალაქო ობიექტებსა და დასახლებულ პუნქტებში ტერორისტთა მიერ განხორციელებული თავდასხმებისა. თალიბანმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც უარყოფილია სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმებთან დაჯგუფების კავშირი. გაეროს ანგარიშის თანახმად, 2015 წელს დაღუპული 3545 სამოქალაქო პირიდან, 25 %-ი ბავშვი, ხოლო 10 %-ი ქალია.

XS
SM
MD
LG