Accessibility links

logo-print

კონკურსი სამხედრო მარშის შესაქმნელად


15 თებერვალს ვაზიანში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით, სამხედრო მარშის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა სხვადასხვა მარში შეასრულა. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, კონკურსი ღიაა კომპოზიტორებისთვის, მარში კი ქართული სულისკვეთების უნდა იყოს. კონკურსი ორ ტურად ჩატარდება და, საბოლოოდ, სამი გამარჯვებული გამოვლინდება.

XS
SM
MD
LG