Accessibility links

logo-print

სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვია


საპარამნეტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ, მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტიდან უკან გაიწვია. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე 15 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, "ეს არის კანონპროექტი, რომელშიც საუბარი იყო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელების თაობაზე. ეს პროექტი ჯერ კიდევ საკომიტეტო განხილვების სტადიაშია, ამიტომ ავტორს და ინიციატორს აქვს ამის უფლება. ჩვენ მივიღეთ ცნობად, რომ ბატონმა იოსებ ჯაჭვლიანმა გაითხოვა აღნიშნული პროექტი. შესაბამისად, პარლამენტი წყვეტს ამ საკითხზე მსჯელობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

XS
SM
MD
LG