Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა რუსეთის ანტისადოპინგო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი


მოულოდნელად გარდაიცვალა რუსეთის დოპინგის საწინააღმდეგო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკიტა კამაევი თანამდებობიდან გადადგომიდან ორ თვეში. კამაევი უკვე მეორე ყოფილი მოხელეა, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია რუსეთში ამ ქვეყნის სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარების გამო სკანდალთან, რასაც საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. უწყების თანახმად, კამაევის სიკვდილის წინასწარ სავარაუდო მიზეზი გულის ფართო ინფარქტი იყო. 3 თებერვალს გარდაიცვალა ამავე უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ სინიევი, რომლის სიკვდილის მიზეზი ცნობილი არაა.

XS
SM
MD
LG