Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის პრომოსკოვური პროკურორი თათართა „მეჯლისის“ აკრძალვას ლამობს


ყირიმის პროკურორმა, ნატალია პოკლონსკაიამ, რომელიც კრემლის მომხრეა, განაცხადი შეიტანა ადგილობრივ უზენაეს სასამართლოში, რომ აიკრძალოს ყირიმელ თათართა თვითმმართველობის ორგანო, „მეჯლისი“. პოკლონსკაიამ 15 თებერვალს ხელი მოაწერა განაცხადს, რომლის მიზანია „მეჯლისის“,„ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ შეფასება. ამით თაობაზე იტყობინებიან რუსეთის სააგენტოები. მეჯლისი, რომელიც 1991 შეიქმნა, და უკრაინის მთავრობის მიერ 1999 წელს გატარდა აღრიცხვაში, ყირიმელ თათრებს და კიევს, ასევე საერთაშორისო უწყებებს შორის საკომუნიკაციო ფუნქციას ასრულებდა.ყირიმელი თათრების უმეტესობა არ მიემხრო 2014 წელს უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის რუსეთის მიერ ანექსიას. 11 თებერვალს რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც აკონტროლებს ყირიმს, დააპატიმრა ყირიმელი თათრები ბრალდებით, რომ ისისნი სუნიტურ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ჰიზბ უთ-თაჰრირს მიეკუთვნებიან.ეს ორგანიზაცია აკრძალულია შუა აზიასა და რუსეთში. დაკავებულები ბრალდებას უარყოფენ.

XS
SM
MD
LG