Accessibility links

„ვერხოვნა რადაში“ გროვდება ხელმოწერები უკრაინის მთავრობის გადასაყენებლად


უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში გრძელდება ხელმოწერების შეგროვება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკისა და მთავრობის მთელი შემადგენლობის გადაყენების მოთხოვნით. როგორც უკრაინული მედია იუწყება, მთავრობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილმა დეპუტატებმა დაახლოებით 40-მდე კანონმდებლის ხელმოწერა შეაგროვეს. ვარაუდობენ, რომ 17 თებერვალს ამ საკითხზე კენჭისყრა გაიმართება. ორშაბათს ჩატარდა მმართველ კოალიციაში შემავალი „პეტრო პოროშენკოს ფრაქციის“ სხდომა, რომელზეც მთავრობის მუშაობა არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული. იმავდროულად პროსამთავრობო ფრაქცია „სახალხო ფრონტმა“ სრული შემადგენლობით გამოუცხდა ნდობა არსენ იაცენიუკის მთავრობას. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მთავრობამ ან უნდა იმუშაოს „ერთ გუნდად“, ან გადადგეს, თუ პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

XS
SM
MD
LG