Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის აკვატორიაში ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და ნატოს გემებმა


ბათუმის აკვატორიაში ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და ნატოს გემებმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კატარღების და ნატოს მეორე მუდმივმოქმედი, ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდების ერთობლივი მანევრი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ურთიერთქმედების და თავსებადობის დონის ამაღლებას. წვრთნები მოიცავდა ზღვაზე ძებნა-გადარჩენის იმიტირებულ ოპერაციას და აბორდაჟის საჩვენებელ ოპერაციას, რომელიც ითვალისწინებდა გემის შეჩერება-დაკავებას და ხომალდზე მყოფი პირების შემოწმებას. ნატოს მეორე მუდმივმოქმედი, ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი ბათუმის პორტში 12 თებერვალს შევიდა. მის შემადგენლობაში არიან ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის და ბულგარეთის სამხედრო გემები.

XS
SM
MD
LG