Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება


რუსეთი და საუდის არაბეთი, მსოფლიოში ნედლი ნავთობის ორი უდიდესი მომპოვებელი, შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება, თუკი სხვებიც მიჰყვებიან ამ მაგალითს. საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა ალი ალ-ნაიმიმ 16 თებერვალს კატარის დედაქალაქ დოჰაში რუსეთის ენერგეტიკის მინისტრთან, ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ადეკვატური“ იქნება ნავთობის პროდუქციის გაყინვა იანვრის დონეზე. ნაიმის თქმით, კატარი და ვენესუელაც დათანხმდნენ, მონაწილეობა მიიღონ პროდუქციის გაყინვაში, და იმედი გამოთქვეს, რომ ნავთობის მწარმოებელი სხვა ქვეყნებიც მიიღებენ ამ წინადადებას. ირანი აცხადებს, რომ ის მკვეთრად აპირებს გაზარდოს ნავთობის წარმოება და კვლავ დაიბრუნოს პოზიციები ნავთობის ბაზარზე მას მერე, რაც მას საერთაშორისო სანქციები მოეხსნა. ნავთობის ჭარბი წარმოების შედეგად 2014 წლის ივნისის შემდეგ ნავთობის ფასები 70%-ზე მეტით დაეცა და ბარელში 34 დოლარზე ნაკლებს მიაღწია, რაც ფინანსურ პრობლემებს უქმნის რუსეთს, აზერბაიჯანს, ერაყსა და ნავთობის მწარმოებელ სხვა ქვეყნებს.

XS
SM
MD
LG