Accessibility links

logo-print

ლუკაშენკო მიესალმა ბელორუსიისთვის სანქციების ნაწილის გაუქმებას


ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მიესალმა ევროპის კავშირის გადაწყვეტილებას, გაეუქმებინა მისი ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების დიდი ნაწილი. ევროპის კავშირი მიხვდა, რომ დადგა დრო, ბოლო მოეღოს ბელორუსიასთან კონფრონტაციასო, თქვა ლუკაშენკომ და დასძინა, ევროკავშირის გადაწყვეტილება ჩვენთვის სავსებით დამაკმაყოფილებელიაო. 15 თებერვალს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს „შავი სიიდან“ ამოეღოთ 170 ბელოუსი მოხელე (მათ შორის თავად ლუკაშენკო) და სამი კომპანია, რომელთაც გაუყინეს ევროპაში გახსნილი საბანკო ანგარიშები და უარს ეუბნებოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში სამოგზაუროდ ვიზების გაცემაზე. ამასთანავე, ევროკავშირმა ძალაში დატოვა იარაღის ემბარგო. გადაწყვეტილება მოჰყვა ბოლოდროინდელ „დათბობას“ ბრიუსელისა და მინსკის ურთიერობაში. ზოგიერთი სანქცია 2004 წელს იყო დაწესებული და მათი მიზანი იყო მინსკის დასჯა ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის. გადაწყვეტილების კრიტიკოსები გამოთქვამენ გაფრთხილებას, რომ საჭიროა მინსკზე ზეწოლის გაგრძელება, რათა გატარდეს დემოკრატიული რეფორმები.

XS
SM
MD
LG