Accessibility links

უკრაინის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას


უკრაინის პარლამენტმა კენჭი უყარა პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას. დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს იმპიჩმენტის გამოცხადებას, რისთვისაც საჭირო იყო 226 დეპუტატის მხარდაჭერა, მაშინ, როცა ინიციატივას მიემხრო 194 კანონმდებელი. იმპიჩმენტის ინიციატორი იყო პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკის ლიდერი, იური ლუცენკო, რომელმაც რადის თავმჯდომარეს, ვლადიმირ გროისმანს გადასცა 150 დეპუტატის მიერ ხელმოწრეილი დოკუმენტი, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს და გენერალურ პროკურორს, ვიქტორ შოკინს გადადგომა სთხოვა. „იმისათვის, რომ აღვადგინო მთავრობისადმი ნდობა, პრეზიდენტი სთხოვს გენერალურ პროკურორს და პრემიერ-მინისტრს, რომ ისინი გადადგნენ“, ნათქვამია პრეზიდენტის პრესსპიკერის, სვიატოსლავ ცეგოლკოს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გამოცხადდა პარლამენტში იაცენიუკის დაგეგმილ გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე. იაცენიუკმა განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა იმუშაოს „ერთ გუნდად“, ან უნდა გადადგეს, თუ პარლამენტი ამას გადაწყვეტს. მთავრობისადმი ნდობის საკითხის დაყენებამდე გავრცელდა ცნობები, რომ გენერალური პროკურორი, ვიქტორ შოკინი გადადგა.

XS
SM
MD
LG