Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ


მევლუთ ჩავუშოღლუ
მევლუთ ჩავუშოღლუ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. იგი ხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. 19 თებერვალს თბილისში გაიმართება საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიხეილ ჯანელიძე, მევლუთ ჩავუშოღლუ და ელმარ მამადიაროვი დაათვალიერებენ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის კარწახის მონაკვეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG