Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ქუმსიშვილი: უცხოელი სტუმრების მოსაზიდად საუკეთესო საშუალებაა პირდაპირი საერთაშორისო ავიარეისების რიცხვის გაზრდა


საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის აზრით, უცხოელი სტუმრების მოსაზიდად საუკეთესო საშუალებაა პირდაპირი საერთაშორისო ავიარეისების რიცხვის გაზრდა. ამ შინაარსის კომენტარი გაუკეთა ქუმსიშვილმა ცნობას საქართველოში ირანის ავიაკომპანიების შესვლის შესახებ. მისი თქმით, 2012 წელთან შედარებით ირანიდან საქართველოში ჩასულთა რიცხვი 80-იდან 25 ათასამდე შემცირდა. „იმისთვის, რათა ჩამოსულთა რაოდენობა გაიზარდოს, აუცილებელია არსებობდეს მათი ჩამოყვანის არხები, ეს კი, რა თქმა უნდა, პირდაპირი ფრენებიაო, აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მიმდინარე კვირის დასაწყისში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენების განხორციელების მოთხოვნით მიმართა ირანის სამმა ავიაკომპანიამ. 15 თებერვლიდან საქართველოსა და ირანს შორის კვლავ ამოქმედდა უვიზო რეჟიმი.

XS
SM
MD
LG