Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ მისთვის „ალოგიკური“ იქნება, შეუერთდეს ნავთობწარმოების მოცულობის გაყინვის წინადადებას


ირანის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის თქმით, თეირანისთვის „ალოგიკური“ იქნება, შეუერთდეს ნავთობწარმოების მოცულობის გაყინვის წინადადებას. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში (ოპეკში) ირანის წარმომადგენლის, მეჰდი ასალის ეს სიტყვები მოჰყავს გაზეთ „შარღს“. ამავე გაზეთის ცნობით, ასალიმ განაცხადა, რომ ირანი განაგრძობს ნავთობწარმოების მოცულობის გაზრდას, ვიდრე ეს მოცულობა სანქციებისწინა დონეს მიაღწევს. გუშინ რუსეთი და საუდის არაბეთი, მსოფლიოში ნედლი ნავთობის ორი უდიდესი მომპოვებელი, შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება, თუკი სხვებიც მიჰყვებიან ამ მაგალითს. ირანმა მაშინვე განაცხადა, რომ აპირებს, მკვეთრად გაზარდოს ნავთობის წარმოება და კვლავ დაიბრუნოს პოზიციები ნავთობის მსოფლიო ბაზარზე. ნავთობის ჭარბწარმოების შედეგად 2014 წლის ივნისის შემდეგ ამ ნედლეულის ფასები 70%-ზე მეტით დაეცა და ბარელში 34 დოლარზე ნაკლებს მიაღწია, რაც ფინანსურ პრობლემებს უქმნის რუსეთს, აზერბაიჯანს, ერაყსა და ნავთობის მწარმოებელ სხვა ქვეყნებს.

XS
SM
MD
LG