Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას თქმით, სირიის თაობაზე მიღწეული საზავო შეთანხმება რუსეთისთვის "გამოცდა" იქნება


აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით, სირიის თაობაზე მიღწეული საზავო შეთანხმება, რომელიც ძალაში მიმდინარე კვირაში უნდა შევიდეს, დაგვანახვებს, რამდენად სერიოზულია მოსკოვის პოზიცია ამ საკითხში. კალიფორნიის შტატში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ობამამ თქვა, ამ თვალსაზრისით, ეს რუსეთისთვის „გამოცდა“ იქნებაო. რუსეთისა და სირიის ლიდერთა ბოლოდროინდელი განცხადებებით, სამთავრობო ჯარი თანდათან იმყარებს პოზიციებს ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში და იბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს. „ფაქტი ის არის, რომ ქვეყნის სამი მეოთხედი ჯერაც არ ექვემდებარება მათს კონტროლს და ის წინსვლაც, რომელზეც მოსკოვი და დამასკი საუბრობენ, უზარმაზარი მსხვერპლის ფასად მიიღწევაო, დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG