Accessibility links

logo-print

იანკაუსკასი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში სამხედრო წვრთნების რიცხვის ზრდის გამო


ბრიუსელში გაიმართა ევროპის პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის სხდომა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრეს. ქვეკომიტეტის წევრთა წინაშე მოხსენებით წარდგა საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი კესტუტის იანკაუსკასი. მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ რეგიონში იზრდება სამხედრო წვრთნების რაოდენობა: „განვლილი წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი შარშან ზაფხულში მისიამ შენიშნა, რომ გაიზარდა სამხედრო წვრთნების ინტენსიურობა“, აღნიშნა იანკაუსკასმა. „თანაც, არა მხოლოდ რაოდენობის თვალსაზრისით, არამედ გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და შეიარაღების მხრივ. ზოგიერთი სამხედრო ბაზა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს და ადგილობრივ მოსახლეობას გამუდმებით ესმის ხმაური, მე ვიტყოდი, ცხოვრება უხდება გამუდმებულ შიშში, აფეთქებებისა და სროლის ხმის თანხლებით. ჩვენ ყურადღებას არ ვადუნებთ, რადგან წელს სამხედრო წვრთნების ახალ სერიას ველით.“

XS
SM
MD
LG