Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბერძენიშვილი „ანტისახელმწიფოებრივს" უწოდებს გოგი თოფაძის განცხადებებს


ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა „ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკოალიციური“ უწოდა ფრაქცია „მრეწველების“ ერთ-ერთი ლიდერის, გოგი თოფაძის მიერ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მისამართით გაკეთებულ განცხადებას და მმართველი კოალიციისგან საპასუხო პოზიციის დაფიქსირება მოითხოვა. ეს განცხადება ბერძენიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა. ბერძენიშვილის შეფასებით, თავდაცვის მინისტრის მიმართ „ორკესტრირებული კამპანია“ ხორციელდება. „სამიზნედ შერჩეული იქნა ევროატლანტიკურ ასპარეზზე ჩვენი ხელისუფლების თანამდებობის პირი. გოგი თოფაძის მიერ პარლამენტის შიგნით თუ მის გარეთ, მხარდამჭერებისა თუ შემკვეთების შესრულებით მიმდინარეობს ანტიკოალიციური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული კამპანია“, განაცხადა ბერძენიშვილმა. გასულ კვირაში, გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში თოფაძემ თავდაცვის მინისტრი საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში დადანაშაულა.

XS
SM
MD
LG