Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი „მიუღებელს“ უწოდებს სირიაში შექმნილ ჰუმანიტარულ ვითარებას


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა „მიუღებელი“ უწოდა სირიაში შექმნილ ჰუმანიტარულ ვითარებას და გამოთქვა მოწოდება, ამ ქვეყანაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით, შეიქმნას ფრენისთვის აკრძალული ზონა. დღეს, ბერლინში, მერკელმა განაცხადა, რომ სირიაში, ისლამისტების წინააღმდეგ მოქმედი კოალიციის წევრებმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ სირიის სამთავრობო ჯარებთან და შეიარაღებულ ოპოზიციასთან. დღესვე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთის ძალები არ შეწყვეტს იერიშებს ქურთების მოხალისეთა რაზმების პოზიციებზე - პასუხად ამ უკანასკნელთა მხრიდან, თურქეთის საზღვრის მახლობლად განხორციელებულ სროლაზე. ტელევიზიით გამოსვლისას, ერდოანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სირიის ქურთთა დემოკრატიული პარტიის გასამხედროებული შენაერთები, სარგებლობენ რა რუსეთის ავიაციის დაბომბვებით, ასადის რეჟიმის სხვა მოწინააღმდეგებს ართმევენ ქვეყნის ტერიტორიის ახალ-ახალ რაიონებს. ერდოანის თქმით, რუსეთის ჩარევა აფერხებს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ.

XS
SM
MD
LG