Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვსვათ ჩაი და ქალების პრობლემებზე ვილაპარაკოთ...


ვსვათ ჩაი და ქალების პრობლემებზე ვილაპარაკოთ...
please wait

No media source currently available

0:00 0:49:17 0:00

მაგალითად, ვილაპარაკოთ ქალის მოტაცებაზე... და იმაზე, რატომ არ ან ვერ ბრუნდება სახლშi, თუკი ეს უნდა., ან რატომ რჩება და მერე მთელი ცხოვრება ელოდება - „იქნებ შემიყვარდეს კიდეც...“ ჰოდა, ვილაპარაკოთ და თან ჩაი ვსვათ „ჩაიხანაში“. ასე ჰქვია ინტერნეტპორტალს, რომელიც სამხრეთ კავკასიის ხალხებს აწვდენს ხმას და საგანგებო რუბრიკა აქვს გენდერული ამბების გასაშუქებლად. მოტაცების ამბავი კი ნინო-ანა სამხარაძემ გვიამბო. მის მულტიმედია პროექტს „მოპარული ქორწინება“ სწორედ ამ ვებპორტალზე ნახავთ. საუბარი კი ამჯერად ჩაის გარეშე იქნება რადიო თავისუფლების ეთერში, სადაც სტუმრად არიან დოდი ხარხელი - „ჩაიხანის“ პიარისა და სოციალურ მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, და ნინო-ანა სამხარაძე, ფოტოგრაფი-ჟურნალისტი. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.

XS
SM
MD
LG