Accessibility links

logo-print

18-მდე გაიზარდა ანკარაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ანკარაში


სულ მცირე 18 კაცი დაიღუპა და 40 დაიჭრა თურქეთის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად. ანკარაში, პარლამენტისა და სამხედრო შტაბის სიახლოვეს, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ქუჩაში განსაკუთრებით ხალხმრავლობაა. ანკარის ხელმძღვანელის მეჰმეთ კილიჩარის ცნობით, თავდასხმის სამიზნე იყო ავტობუსი, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა. რეპორტიორები ჰყვებიან ალმოდებულ მანქანებსა და შავ კვამლზე, რაც შორიდან ჩანს. თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ხელისუფლებამ აკრძალა ამ ფაქტზე მედიასთან საუბარი. უცნობია, თუ ვინ დგას აფეთქების უკან. მანამდე მომხდარ რამდენიმე თავდასხმაზე თურქეთში პასუხიმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“, ქურთმა მეამბოხეებმა და მემარცხენე ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა იკისრეს. გასული წლის ოქტომბერში სავარაუდოდ „ისლამური სახელმწიფოს“ თანამგრძნობმა თვითმკვლელმა მოიერიშემ ანკარის მთავარი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტეროტორიაზე მოაწყო თავდასხმა, რასაც 102 კაცის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG