Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსენი იაცენიუკი მმართველი კოალიციის ახალ ფორმატზე საუბრობს


უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი აცხადებს, რომ პარლამენტში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით საჭიროა მმართველი კოალიციის ახალი ფორმატის შექმნა. „აბსოლუტურად ნათელია, რომ აუცილებელია კოალიციის ახალი ფორმატის შექმნა და ცვლილებების შეტანა არსებულ კოალიციურ შეთანხმებაში. დღეს შევხვდი ქვეყნის პრეზიდენტს, მისი საპარლამენტო ფრაქციისა და „სახალხო ფრონტის“ ფრაქციის ლიდერებს, ახლახან ველაპარაკე „რადიკალური პარტიის“ ლიდერ ოლეჰ ლიაშკოს, რომელმაც ასევე თქვა, რომ მზად არის კოალიციის ახალ ფორმატზე საუბრისათვის,“ - განაცხადა 17 თებერვალს საღამოს არსენი იაცენიუკმა. 16 თებერვალს უკრაინის პარლამენტმა ვერ შეძლო უკრაინის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებისათვის საჭირო ხმების შეგროვება. პროტესტის ნიშნად მმართველი კოალიციის რიგები დატოვა პარტია „ბატკივშჩინამ“, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო ხელმძღვანელობს.

XS
SM
MD
LG