Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილმა მწუხარება გამოთქვა ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მწუხარება გამოთქვა ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო. „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენი მეგობარი ქვეყნის მთავრობას, თურქ ხალხს და ყველა ადამიანს, ვისთვისაც ტერორიზმის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. მაქვს მტკიცე რწმენა იმისა, რომ ცივილიზებული მსოფლიო ერთიანი ძალებით შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს ბოროტებას“ - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში. თურქეთის დედაქალაქში 17 თებერვალს საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG