Accessibility links

logo-print

პოლონეთიდან იუწყებიან, რომ მიაგნეს ლეხ ვალენსას უშიშროების აგენტობის დამადასტურებელ საბუთს


პოლონეთის ისტორიის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ახლახან მიაგნეს დოკუმენტებს, რომლებიც ცხადყოფენ, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალენსა თანამშრომლობდა კომუნისტურ უშიშროების სამსახურებთან. ვარშავის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორმა, ლუკაშ კამინსკიმ 18 თებერვალს აღნიშნა, რომ საიდუმლო პოლიციის მიერ შედგენილ დოსიეში დევს ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვალდებულება, რომელზეც ხელმოწერა შესრულებულია ვალენსას სახელითა და ასევე მისი კოდური სახელწოდებით "ბოლეკი". კამინსკის თანახმად, დოკუმენტები კომუნისტური პოლონეთის ბოლო შინაგან საქმეთა მინისტრის, ჩესლავ კიშჩაკის სახლიდან ამოიღეს. ვალენსამ სოციალური მედიის საშუალებით უარყო ბრალდება და აღნიშნა, რომ „შეუძლებელია არსებობდეს მის მიერ ხელმოწერილი რაიმე მასალა.“ 2000 წელს სასამართლომ ვალენსას მოუხსნა კომუნისტურ უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდება. პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, 72 წლის ლეხ ვალენსა 1980 წელს სათავეში ჩაუდგა „სოლიდარობის“ მოძრაობას, რომელმაც პოლონეთში დაასრულა კომუნისტური ერა. 1983 წელს ვალენსას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

XS
SM
MD
LG