Accessibility links

logo-print

პუტინი მოსკოვში შეხვდა რაულ ხაჯიმბას


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში შეხვდა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას. რუსეთის მედიის თანახმად, შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობა ყველა მიმართულებით ვითარდება, მათ შორის ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში. "ზედმეტია საუბარი ჩვენი ურთიერთობის განსაკუთრებულ ხასიათზე. ეს ურთიერთობა ვითარდება. ალბათ არის საკითხები, რომლებიც ცალკე განხილვას საჭიროებს", - განაცხადა პუტინმა. თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობის განვითარება ინტენსიურ ხასიათს უნდა ატარებდეს.

XS
SM
MD
LG