Accessibility links

logo-print

უკრაინის მმართველი კოალიცია კიდევ ერთმა პარტიამ დატოვა


უკრაინის მმართველი საპარლამენტო კოალიცია კიდევ ერთმა სუბიექტმა, პარტია „სამოპომიჩმა“ დატოვა. 18 თებერვალს, ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ოლეჰ ბერიზიუკმა განაცხადა. ერთი დღით ადრე მმართველი პროდასავლური კოალიცია დატოვა პარტია „ბატკივშჩინამაც“, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო უდგას სათავეში. ამ ორი პარტიის გასვლამ უმრავლესობის გარშე დატოვა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკი და „სახალხო ფრონტი“, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უდგას სათავეში. მანამდე უკრაინის არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ პარლამენტში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით საჭიროა მმართველი კოალიციის ახალი ფორმატის შექმნა. „აბსოლუტურად ნათელია, რომ აუცილებელია კოალიციის ახალი ფორმატის შექმნა და ცვლილებების შეტანა არსებულ კოალიციურ შეთანხმებაში. დღეს შევხვდი ქვეყნის პრეზიდენტს, მისი საპარლამენტო ფრაქციისა და „სახალხო ფრონტის“ ფრაქციის ლიდერებს, ახლახან ველაპარაკე „რადიკალური პარტიის“ ლიდერ ოლეჰ ლიაშკოს, რომელმაც ასევე თქვა, რომ მზად არის კოალიციის ახალ ფორმატზე საუბრისათვის,“ - განაცხადა 17 თებერვალს საღამოს არსენი იაცენიუკმა.

XS
SM
MD
LG