Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი დონალდ ტრამპს „არაქრისტიანად“ მიიჩნევს მისი მოსაზრებების გამო


რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა, რომ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი „არ არის ქრისტიანი“ ემიგრაციის შესახებ მისი მოსაზრების გამო. პაპს რომში გამგზავრების წინ, მექსიკაში, ჰკითხეს ტრამპისა და მისი მოსაზრების გამო, რომ აშშ-სა მექსიკას შორის კედელს აღმართავს, თუ პრეზიდენტად აირჩევენ. პაპის თქმით, პირი, რომელიც მხოლოდ კედლების აგებაზე ფიქრობს, სადაც უნდა იყოს ის, და არა ხიდების გადებაზე, „არ არის ქრისტიანი“. პაპის 18 თებერვლის შენიშვნას გამოეხმაურა ტრამპი, რომელმაც თქვა, რომ რელიგიური ლიდერის მხრიდან რომელიმე პირის რწმენის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება „სამარცხვინოა“. ტრამპის თქმით, ვატიკანს რომ დაესხას თავს „ისლამური სახელმწიფო“, პაპი ისურვებდა, ტრამპი იყოს პრეზიდენტიო.

XS
SM
MD
LG