Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელი ტამერლან აგუზაროვი


მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა ჩრდილოეთი ოსეთის ხელმძღვანელი, ტამერლან აგუზაროვი. ამის თაობაზე იტყობინება რესპუბლიკის ერთ-ერთი გამოცემა.თებერვლის დასაწყისში გავრცელდა ცნობა, რომ აგუზაროვი საავადმყოფოში იყო მოსკოვში, "პნევმონიის" დიაგნოზით. აგუზაროვი შარშან სექტემბერში დაინიშნა თანამდებობაზე, მანამდე ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მან პოსტზე შეცვალა ტაიმურაზ მანსუროვი, რომელიც ივნისის თვეში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოხნა თანმდებობიდან.

XS
SM
MD
LG