Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკოს ოფისმა პროკურორის გადადგომის განცხადება მიიღო


უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ოფიციალურად განაცხადა თავისი გადაგომის შესახებ. ეს ცნობა უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა გაავრცელა ტვიტერით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის განცხადება მიიღო 19 თებერვალს, იტყობინება სვიატოსლავ ცეგოლკო, პრეზიდენტის პრესმდივანი.შოკინის გადადგომისკენ მოწოდებები გაისმა მას მერე, რაც გენერალური პროკურორის მოადგილემ, ვიტალი კასკომ, რომელიც გადადგა 15 თებერვალს, თქვა, რომ შოკინი კორუფციის საქმეებში გამოძიებას აფერხებს. იტყობინებოდნენ, რომ შოკინი გადადგა 16 თებერვალს, სხვა ცნობით, ის შვებულებაში გავიდა.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა ტელეფონით საუბრისას უთხრა პოროშენკოს, რომაშშ მიესალმა ნაბიჯს, გამოცვალოს პროკურორი, რაც გზას უხსნის პროკურორის ოფისის რეფორმირებას.

XS
SM
MD
LG