Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსკი: მეტი მუშაობაა საჭირო ბრიტანეთის ევროკავშირში დასატოვებლად


ბრიუსელში ბრიტანეთის გამო წუხელ გვიანობამდე გაგრძელებული მოლაპარაკების შემდეგ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მეტი მუშაობაა საჭირო ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის შესანარჩუნებლად. ამ წუთისთვის შემიძლია ვთქვა, რომ მცირე წინსვლა არის, მაგრამ მეტია გასაკეთებელი, უთხრა ტუსკმა რეპორტიორებს 19 თებერვალს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ ის ოპტიმისტურად უყურებს ბრიტანეთთან შეთანხმების მალე მიღწევას. იტალიის და ირლანდიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი ნაკლებად ოპტიმისტურად არიან განწყობილი. ტუსკის თანახმად, ის და ევროკომისიის თავმჯდომარე, ჟან-კლოდ იუნკერი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ ბრიტანეთის პრემიერთან 19 თებერვალს.

XS
SM
MD
LG