Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი: თბილისი უნდა ეცადოს ირანთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ირანი რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშეა და საქართველო უნდა ეცადოს, მასთან ეკონომიკური კავშირები გააღრმავოს. რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ არსებობს ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის ბევრი საინტერესო მიმართულება, რომლებზეც ის უახლოეს მომავალში, ირანში თავისი ვიზიტისას იმსჯელებს ამ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან. „რაც შეეხება საფრთხეებს, ამისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა, დღესდღეობით ირანი მიჰყვება დასავლეთთან გაფორმებულ შეთანხმებას, რაც ჩვენი მხრიდან ნამდვილად მისასალმებელია“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ განცხადება განათლების სისტემის გერმანულ მოდელზე გადასვლის შესახებ, კარგად არ განმარტა, რამაც გამოიწვია მისი ნათქვამის განსხვავებული ინტერპრეტაციები. „ალბათ, ჩემი ბრალიც იყო. ბოლომდე უნდა განმემარტა ეს საკითხი“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. პრემიერ-მინისტრის თქმით, მან იგულისხმა არა უმაღლესი განათლების გერმანული მოდელი, არამედ პროფესიული განათლების გერმანული, დუალური სისტემა, რასაც უნდა ახლდეს უმაღლესი განათლების არსებული მოდელის მნიშვნელოვანი რეფორმა. კვირიკაშვილის განცხადებით, ამ საკითხის განხილვაში ის საზოგადოების ჩაბმასაც გეგმავს.

XS
SM
MD
LG