Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის ნიშნად სანდრო ბრეგაძემ დატოვა მინისტრის მოადგილის პოსტი


დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე თანამდებობიდან გადადგა. საკუთარ გადაწყვეტილებას სანდრო ბრეგაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება: "მე გადავდექი. უფრო სწორედ, ყველაფერი გააკეთეს, რომ გადავდგარიყავი, რადგან კატეგორიულად მომთხოვეს ჩემს პრინციპებზე უარის თქმა. დიახ, ერთსქესიანთა ქორწინება არასოდეს დაკანონდება, ვერც ეკლესიას და პატრიარქს შეაგინებს ვინმე და ჩვენც ეროვნული სახელმწიფო გვექნება", - წერს ბრეგაძე. როგორც სამინისტროში განაცხადეს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ უკვე დააკმაყოფილა სანდრო ბრეგაძის მოთხოვნა.

XS
SM
MD
LG