Accessibility links

logo-print

რუსეთი „წუხილის გამოთქვამს“ გაეროში მისი რეზოლუციის პროექტის ჩავარდნის გამო


რუსეთმა წუხილი გამოთქვა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის იმ პროექტის ჩავარდნის გამო, რომელიც მოსკოვმა მოამზადა და მიზნად ისახავდა "თურქეთის სამხედრო მოქმედების შეჩერებას სირიაში". კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 19 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთი “შეშფოთებულია თურქეთ-სირიის საზღვარზე არსებული მზარდი დაძაბულობით“ და დასძინა, რომ რუსეთი გააგრძელებს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის დახმარებას. დასავლეთის ქვეყნები, რომლებმაც უშიშროების საბჭოს 19 თებერვლის სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს გაეროში წარდგენილ რუსულ პროექტს, მოსკოვს ადანაშაულებენ სირიის კონფლიქტის ესკალაციაში და მოუწოდებენ რუსეთს დაიცვას ზავის პირობები.

XS
SM
MD
LG