Accessibility links

logo-print

დევიდ კამერონი: რეფერენდუმი ევროკავშირში დარჩენაზე 23 ივნისს ჩატარდება


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთში 23 ივნისს ჩატარდება რეფერენდუმი ევროკავშირში დარჩენის თაობაზე. აღნიშნული განცხადების ფონია ორდღიანი სამიტი ბრიუსელში, რომელზეც ევროკავშირის ლიდერებმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მიაღწიეს მნიშვნელოვან კონსენსუსს ევროკავშირის რეფორმების თაობაზე, რასაც ლონდონი ევროკავშირში დარჩენის მთავარ პირობად მიიჩნევდა. ორდღიანი რთული მოლაპარაკებების შემდეგ, 19 თებერვლის ბოლოს კამერონმა და ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რითაც ბრიუსელი ვარაუდობს, რომ თავიდან აიცილებს ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან. ბრიტანეთი, როგორც იუწყებიან, ევროკავშირში სპეციალური სტატუსით ისარგებლებს. 20 თებერვალს კამერონმა გამართა ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომა. მთავრობის წევრებმა მხარი დაუჭირეს რეფერენდუმის 23 ივნისს ჩატარებას, რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის ბედი.

XS
SM
MD
LG