Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ანალიტიკოსი ანდრეი პიონტკოვსკი ქვეყნიდან გაიქცა


რუსმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ანდრეი პიონტკოვსკიმ, რომელიც ცნობილია თავისი კრიტიკული პოზიციით კრემლის მიმართ, დატოვა ქვეყანა, რადგან ეშინია შესაძლებელი სასჯელისა. ადვოკატმა მარკ ფაიგინმა 19 თებერვალს „ბი-ბი-სის“ განუცხადა, რომ ანდრეი პიონტკოვსკი რუსეთიდან გაიქცა მას მერე, რაც სახელმწიფო დუმამ და კანონმდებლებმა ჩეჩნეთში, ოფიციალურად სთხოვეს პროკურატურას, შეისწავლონ პიონტკოვსკის ბოლოდროინდელი პუბლიკაციები კრემლისა და ჩეჩნეთის ლიდერების კავშირების შესახებ. ზოგიერთი რუსი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ პიონტკოვსკის სტატიები შეიცავენ სეპარატიზმისა და ექსტრემიზმისკენ წაქეზებას. „საგამოძიებო კომიტეტი და პროკურატურა იბრძვიან უფლებისთვის, მოკლან 76 წლის კაციო“, - ასეთი ტექსტი გაავრცელა პიონტკოვსკიმ ტვიტერით.

XS
SM
MD
LG