Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის საელჩოს ორი თანამშრომელი ემსხვერპლა აშშ-ის ავიაციის იერიშს ლიბიაში


სერბიის საელჩოს ორი თანამშრომელი ემსხვერპლა ლიბიაში, სავარაუდოდ, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ბანაკზე აშშ-ის ავიაციის მიერ განხორციელებულ იერიშს. დაღუპულები ექსტრემისტებმა ნოემბერში გაიტაცეს და მას შემდეგ მძევლად ჰყავდათ. მათი დაღუპვა 20 თებერვალს სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სლაჯანა სტანკოვიჩმა დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, 18 თებერვალს აშშ-ის ავიაციამ ლიბიაში საჰაერო იერიში განახორციელა ისლამურ სახელმწიფოს წევრების ადგილსამყოფელზე, რის შედეგადაც 40 ადამიანი იქნა მოკლული. შენობა, რომელიც დაბომბეს, ტრიპოლის მახლობლად მდებარეობდა. გავრცელებული ცნობით, დაბომბვის სამიზნე იყო, შენობაში სავარაუდოდ მყოფი ტერორისტი, ნურადინ შუშანი, რომელიც ტუნისში მოწყობილი ორი თავდასხმის ორგანიზატორი იყო.

XS
SM
MD
LG