Accessibility links

logo-print

ბაიდენმა უკრინას საპარლამეტო კოალიციის აღდგენისაკენ მოუწოდა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ცალ-ცალკე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს და მოუწოდა მათ, რათა ხელი შეუწყონ საპარლამენტო კოალიციის აღდგენას და რეფორმების გაგრძელებას. თეთრი სახლის თანახმად, ბაიდენმა საუბარში ხაზი გაუსვა საზოგადოებაში უკრაინელი პოლიტიკოსებისადმი ნდობის აღდგენის მნიშვნელობას, რისთვისაც აუცილებელია პოლიტიკური ძალების გაერთიანება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. 16 თებერვალს უკრაინის პარლამენტმა კენჭი უყარა პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას. დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს იმპიჩმენტის გამოცხადებას, რისთვისაც საჭირო იყო 226 დეპუტატის მხარდაჭერა, მაშინ, როცა ინიციატივას მიემხრო 194 კანონმდებელი. ამის შედეგად მმართველი პროდასავლური კოალიცია დატოვეს ორმა სუბიექტმა "ბატკივშჩინამ" და "სამოპომიჩმა" , რომლებიც მხარს უჭერენ მთავრობის გადადგომას.

XS
SM
MD
LG