Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა უმბერტო ეკო


84 წლის ასაკში გარდაიცვალა უმბერტო ეკო, ცნობილი იტალიელი მწერალი და ფილოსოფოსი. უმბერტო ეკოს საქვეყნო აღიარება მოუტანა მისმა რომანმა, „ვარდის სახელი“, მე-14 საუკუნეში განვითარებული მკვლელობის მისტერიაზე, რომელიც 1980 წელს გამოქვეყნდა. მანამდე, 1950-იანი წლებიდან მოყოლებული უმბერტო ეკო ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და კარგა ხანს მუშაობდა იტალიურ ტელეარხ „რაიში“. უმბერტო ეკოს კალამს ეკუთვნის რომანები „ფუკოს ქანქარა“, „გუშინდელი დღის კუნძული“, „პრაღის სასაფლაო“ და სხვა. იტალიური მედიის თანახმად, მწერალი, რომელიც სიმსივნით იყო დაავადებული, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 19 თებერვალს აღესრულა.

XS
SM
MD
LG