Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთთან თანამედროვე სავაჭრო ცენტრი გაიხსნა


ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ე.წ დროებით გამყოფ ხაზთან დიდი საბითუმო-სავაჭრო ცენტრი „რუხი მოლი“ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. სავაჭრო ცენტრი სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას მოემსახურება, რომელიც მათ ეკონომიურ მდგომარეობას წინ წასწევს. ობიექტთან ერთად გამყოფ ხაზთან ფუნქციონირებს მომსახურების ცენტრი და საბანკო მომსახურების ოფისები. სავაჭრო ცენტრში სულ მალე ახალგაზრდებისათვის გასართობი ცენტრი და სწრაფი კვების ობიექტებიც გაიხსნება.

XS
SM
MD
LG