Accessibility links

კერის თქმით რუსეთთან მიწეულია „პირობითი შეთანხმება“ სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ მის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის დროს მიაღწიეს „პირობით შეთანხმებას“ სირიაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე. კერიმ დასძინა, რომ შეთანხმება ძალაში მომდევნო დღეებში შევა და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერები შეეცდებიან ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ. „ ეს შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მიყვანილი, მაგრამ მოველი, რომ ჩვენი პრეზიდენტები - პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ მომდევნო დღეებში ან მოგვიანებით გამართავენ საუბარს, რათა შეეცადონ და ბოლომდე მიიყვანონ ეს ამოცანა,“- განაცხადა 21 თებერვალს იორდანიაში მყოფმააშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

XS
SM
MD
LG