Accessibility links

logo-print

კლინტონმა გაიმარჯვა ნევადაში, ტრამპმა - სამხრეთ კაროლინაში


აშშ-ში გრძელდება პრეზიდენტობის რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატების გამოვლენის პროცესი. ამჯერად აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დემოკრატების შიდა პარტიულ არჩევნებში აჯობა სენატორ ბერნი სანდერსს. კლინტონს ამომრჩეველთა 52,5 %-მა დაუჭირა მხარი, სანდერსს კი - 47,5%-მა. გუშინ მეორე გამარჯვება იზეიმა რესპუბლიკელთა კანდიდატმა, მილიარდელმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში, სადაც 20 თებერვალს გამრთულ პრაიმერიზში მას 32.5 %-მა დაუჭრა მხარი, სენატორი მარკო რუბიო კი მეორე იყო. მანამდე 10 თებერვალს ნიუ-ჰემპშირის შტატში რესპუბლიკელების შიდაპარტიულ არჩევნებში, რომელთაც პრაიმერისს უწოდებენ, ასე გაიმარჯვა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა, ხოლო დემოკრატების შიდაპარტიულ არჩევნებში - სენატორმა ბერნი სანდერსმა.

XS
SM
MD
LG