Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილი: სავიზო ლიბერალიზების წარუმატებლობა საკვები იქნება ევროსკეპტიკოსებისათვის


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გამოეხმაურა საქართველოში „ევროპული ინტეგრაციის მოწინააღმდეგე ძალების აქტივობას“, რასაც წერტილს დაუსვამს ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება.„საქართველომ გააკეთა აბსოლუტურად ყველაფერი იმისათვის, რომ წარმატებით დაესრულებინა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ჩვენ მივიღეთ დადებითი დასკვნა ევროკომისიისგან და მოლოდინები ამ კუთხით არის მაქსიმუმზე აწეული. ამ მიმართულებით ნებისმიერი წარუმატებლობა იქნება პირდაპირი საკვები ევროპული ინტეგრაციის მოწინააღმდეგე ძალებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ ვთხოვთ ევროპელ მეგობრებს, პარტნიორებს რომ თუ არსებობს რაიმე სკეპტიკური შეხედულებები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ, მაქსიმალურად იქნას განეიტრალებული, ვინაიდან ჩვენ ყველა ტექნიკური პირობა უკვე დაკმაყოფილებული გვაქვს, ყველა სისტემა გვაქვს ადგილზე, სასაზღვრო კონტროლი ერთ-ერთი საუკეთესოა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG