Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ორდღიანი ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა


22 თებერვალს ჩეხეთის რესპუბლიკაში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც პრაღაში თავის ჩეხ კოლეგას, ბოჰუსლავ სობოტკას შეხვდება. პირისპირ საუბრის შემდეგ კი დელეგაციები გაფართოებული შემადგენლობით გამართავენ მოლაპარაკებებს. ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ მილოშ ზემანთან, პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარე იან ჰამაჩეკთან და სენატის თავმჯდომარე მილან შტეხთან. ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი შეხვდება ჩეხეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს. 23 თებერვალს სამშობლოში გამგზავრების წინ გიორგი კვირიკაშვილი და მისი თანმხლები დელეგაცია რადიო თავისუფლების სათაო ოფისს ესტუმრებიან.

XS
SM
MD
LG