Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიჩიგანში სროლის შედეგად ექვსი მოქალაქე მოკლეს


ექვსი კაცი მოკვდა და ორი დაიჭრა აშშ-ის ჩრდილოეთ მიჩიგანში ატეხილი სროლის შედეგად. პოლიციის ცნობით, 20 თებერვალს ქალაქ კალამაზოში სამ სხვადასხვა ადგილას გაისმა სროლის ხმა. ხალხის დახოცვაში ეჭვმიტანილია 45 წლის ადგილობრივი მცხოვრები ჯეისონ დალტონი, რომელიც საპყრობილეში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელი, რომლის მოქმედების მოტივი უცნობია, პოლიციას წინააღმდეგობის გარეშე ჩაბარდა.

XS
SM
MD
LG