Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასამდე ადამიანი დაიხოცა სირიაში მომხდარი მძლავრი აფეთქებების შედეგად


სირიელი აქტივისტებისა და მედიის ცნობით ათობით ადამიანი დაიხოცა რამდენიმე მძლავრი აფეთქების შედეგად სირიის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ დასახლებულ პუნქტებში. აფეთქებებზე, როგორც იუწყებიან, პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“. ქალაქ ჰომსის ცენტრალურ ნაწილში 21 თებერვალს მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 57 კაცი. მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. რამდენიმე საათის შემდეგ კი დამასკის ერთ-ერთ გარეუბანში თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა დანაღმულ ავტომანქანაში. იქ დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 30 კაცია.

XS
SM
MD
LG