Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთ უკრაინაში რუსეთის "სბერბანკის" ფილიალებზე თავდასხმები მოეწყო


უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ამ ქვეყანაში რუსეთის ბანკების ფილიალებზე თავდასხმების ფაქტების გამო. დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში ცეცხლი გაუჩინეს რუსეთის „სბერბანკის“ ოფისს. 21 თებერვლის ღამით მომხდარი თავდასხმა წინ უძღოდა მცდელობას, ხანძარი გაეჩინათ „სბერბანკის“ სხვა ოფისისთვის ასევე ლვოვში. ლვოვის ადგილობრივი ტელევიზია იტყობინებოდა, რომ უცნობმა პირებმა თვითნაკეთი აალებადი ბომბები ესროლეს ბანკის ფილიალებს. ერთი ოფისი დაიწვა, მეორეში მეხანძრეებმა შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა. ლვოვის თავდასხმები მოხდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც კიევში უკრაინელმა ნაციონალისტებმა აღნიშნეს საპროტესტო გამოსვლების ორი წლის თავი და კიევში დაარბიეს რუსეთის ორი ბანკის ოფისები, ასევე დასესხნენ თავს "სბერბანკის" ოფისს მარიუპოლში. 2014 წელს 21 თებერვალს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, უკრაინა დატოვა, 22 თებერვალს კი პარლამენტმა თანამდებობიდან მისი მოხსნა გადაწყვიტა.

XS
SM
MD
LG