Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში 140 ადამიანი მოკლეს სხვადასხვა ქალაქში აფეთქებების შედეგად


სირიელი აქტივისტები და მთავრობის მომხრე მედია იტყობინება, რომ 140-ზე მეტი ადამიანი მოკლეს ამ ქვეყნის იმ არეალებში ფეთქებების შედეგად, რომლებსაც მთავრობა აკონტროლებს. 21 თებერვლის თავდასხმები მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას, რომ "წინასწარი შეთანხმება" იქნა მიღწეული რუსეთთან სირიის კონფლიქტში ნაწილობრივი ზავის შესახებ. აფეთქებები მოხდა ჰომსში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რელიგიური ჯგუფის, ალაუიტების დასახლების არეალში. ჰომსს თითქმის მთლიანად აკონტროლებს მთავრობა. სხვა აფეთქებები მოხდა დამასკის შიიტურ გარეუბანში. იქ 87 ადამიანია დაღუპული. ჰომსის და დამასკის თავდასხმებისთვის პასუხიმგებლობა ექსტრემისტების გაერთიანებამ, ისლამურმა სახელმწიფომ იკისრა.

XS
SM
MD
LG