Accessibility links

logo-print

საუდის არაბეთი შიიტებს ასამართლებს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის


საუდის არაბეთში სასამართლოს წინაშე წარდგა 32 პირი, მათ შორის 30 შიიტთა უმცირესობის წარმომადგენელია. 32 ბრალდებული, მათ შორის, ირანელები და ავღანელები არიან, 2013 წელს დააპატიმრეს, რასაც მოჰყვა შეშფოთება შიიტურ წრეებში, სხვათა შორის, კარგად ცნობილი პირების მხრივ, რომლებიც პოლიტიკაშიარ ერევიან. ბრალდებებს შორისაა ჯაშუშური ქსელისშექმნა, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების საბოტაჟი და სხვა. იანვარში საუდის არაბეთში გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს შიიტი სასულიერო პირი, რასაც თეირანში საუდის არაბეთის საელჩოზე თავდასხმა მოჰყვა. შედეგად, რიადმა დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა თეირანთან.

XS
SM
MD
LG