Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საქართველოს მასშტაბით 18-19 თებერვალს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შედეგად, დაკავებულია 3 ძებნილი პირი და ქვეყანაში არალეგალურად მყოფი რუსეთის 1 მოქალაქე. სამინისტროს ცნობით, გამოვლენილია სისხლის სამართლის დანაშაულის 101 ფაქტი, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების 20, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების 15, ნარკოტიკების განმეორებით უკანონო მოხმარების 24 და ქურდობის 28 ფაქტი. შსს-ს ცნობით, საპოლიციო კონტროლის შედეგად გამოვლენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი, მათ შორის წვრილმანი ხულიგნობა და ცივი იარაღის ტარება და სხვა სახის სამართალდარღვევის 589 შემთხვევა. სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 37 პირი.

XS
SM
MD
LG