Accessibility links

logo-print

სირიის ოპოზიცია რიადში მართავს შეხვედრას


სირიის მთავარი ოპოზიციური გაერთიანება, ე.წ. „მოლაპარაკების უზენაესი კომიტეტი“ შეხვედრას მართავს საუდის არაბეთში. ამ დროს აშშ და რუსეთი აგრძელებენ მცდელობებს, ზავს მიაღწიონ სირიის კონფლიქტში. „კომიტეტის“ წარმომადგენელმა, მონზერ მახუსმა თქვა, რომ შეხვედრები ორ-სამ დღეს გასტანს. მოლაპარაკება შეწყდა თებერვლის დასაწყისში, როცა რუსეთის და ირანის სამხედრო მხარდაჭერით სირიის მთავრობის ჯარმა წარმატებას მიაღწია. ოპოზიციის თანახმად, ის მიემხრობა ზავის პირობებს, თუ მოსკოვი და თეირანი შეწყვეტენ ცეცხლს და ბაშარ ალ-ასადის მთავრობა ჰუმანიტარულ ტვირთს ნებას დართავს, შევიდეს სირიის იმ არეალებში, რომლებსაც ოპოზიცია აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG