Accessibility links

logo-print

პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვდა ჩეხ კოლეგას


საქართველოსა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა პრაღაში პირისპირ შეხვედრის დროს საქართველო-ჩეხეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და ბოჰუსლავ სობოტკამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველო-ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და თანამშრომლობის პერსპექტივები ინვესტიციების მხრივ, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა სფეროებში. ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული შედეგი დადებითად შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილმა ბოჰუსლავ სობოტკასმას პინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მოიწვია.

XS
SM
MD
LG